ქართული ავტო-ლიფტი – პარკირების პრობლემის ახლებური გადაწყვეტა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარამდე მცირე გრანტის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დასრულდა. ავტო-ლიფტი ხელს უწყობს პარკირების პრობლემის გადაჭრას. პირველად საქართველოში, ქართველი ინჟინრების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით დამზადებულია ამწე-მექანიზმი, რომელიც ხელმისაწვდომობასთან ერთად ტექნიკურად საიმედოა. ამწეს არ აქვს სიმაღლის შეზღუდვა და იწყობა ძალიან მარტივად.
ავტო-ლიფტის იდეა და დამუშავება განახორციელა შპს „რევერსმა“, დამზადდა რუსთავის ლითონის კონსტრუქციების ქარხანაში. ავტო-ლიფტი ცვლის ძვირადღირებულ და მოუხერხებელ პანდუსს, იგი მონტაჟდება ნებისმიერი შენობის სარდაფის სართულზე და აჰყავს და ჩამოჰყავს მანქანა ნებისმიერ სიმაღლეზე. მექანიზმი (გამოგონება) დაცულია პატენტით.
შპს „რევერსის“ შექმნილია ასევე პირველი ქართული ვერტიკალური პარკინგის სისტემა, რომლის საცდელი ნიმუში დამონტაჟებულია თბილისის ვაგონმშენებელ ქარხანაში. შპს „რევერსის“ მიერ დაპატენტებულია პარკირების მრავალნაირი ვარიანტი, რომლებიც მორგებულია თბილისის რთული გეოგრაფიული რელიეფისთვის.
პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 2020 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათზე, რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხანაში (მისამართი: მაზნიაშვილის ქ.#2). თავშეყრის ადგილია თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი, 11:00 საათი.
საკონტაქტო: მალხაზ ცისკარიშვილი – 5 95 30 67 03 მალხაზ ცისკარიშვილი.
R