დეკანოზი თამაზ ლომიძე: სინოდმა ქალზე მოძალადე კაცებისთვის უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი სასწრაფოდ უნდა დაადგინოს

აუცილებელია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლეს, სინოდალურ დონეზე მოძალადე კაცების წინააღმდეგ უმკაცრესი და ცალსახა განცხადება გააკეთოს, – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სინოდმა ქალზე მოძალადე კაცებისთვის უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი სასწრაფოდ უნდა დაადგინოს.

“ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, გარდა სახელმწიფოს უმკაცრესი და თანმიმდევრული რეაგირებისა, აუცილებელია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლეს, სინოდალურ დონეზე გააკეთოს უმკაცრესი და ცალსახა განცხადება მოძალადე კაცების წინააღმდეგ, დაგმოს ყოველგვარი ძალადობა ქალების მიმართ და სასწრაფოდ დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის. ამასთან ერთად ყველა ეპარქიაში, ეკლესიის ამბიონებიდან უნდა დაიწყოს ინტენსიური სწავლება და ქადაგება კაცების ვალდებულების შესახებ ქალის და ცოლის წინაშე, თუნდაც იმ შემთხვევაში როცა ცოლს აღარ უნდა მასთან ცხოვრება. დღეს ბევრი ეგოისტი და მოძალადე კაცი სრულიად გაუცნობიერებელი და უსწავლელია ქალთან ურთიერთობის საკითხებში. ეკლესიიდან უნდა წამოვიდეს ცალსახა და ნათელი იმპულსი, ყოველგვარი ”მაგრამ”-ის გარეშე. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია”,- წერს ლომიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები