გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში 20 თებერვალს დაკრძალავენ

გიორგი შენგელაიას 20 თებერვალს, 15:00 საათზე, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ცნობილი რეჟისორი 82 წლის ასაკში, 17 თებერვალს გარდაიცვალა.
გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმები: „მაცი ხვიტაია“, „ვერის უბნის მელოდიები“, „ხარება და გოგია“,
მოგვიანებით, 2000 წელს – ფილმი „სიყვარული ვენახში“, ხოლო 2005 წელს – „მიდიოდა მატარებელი“.
გიორგი შენგელაია რუსთაველის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი იყო.

ფოტო: კადრი ფილმიდან  – „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. სოფიკო ჭიაურელი, გიორგი შენგელაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები