შალვა რამიშვილი – პლაგიატმა სააკაშვილმა გადაწყვიტა მოპარული იდეებით განხორციელებული ხრიკი “ოცნების” საწინააღმდეგოდ შემოატრიალოს – POSTV

“პლაგიატმა სააკაშვილმა გადაწყვიტა მოპარული იდეებით განხორციელებული ხრიკი “ოცნების” საწინააღმდეგოდ შემოატრიალოს” – ამბობს POSTV-ის თოქშოუს “პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად” ავტორი და წამყვანი.

პლაგიატში შალვა რამიშვილი გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის ამასწინანდელ განცხადებას იმის თაობაზე, რომ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ის თანამედროვე ტექნოლოგიებით იბრძოლებს, მაგალითად, საარჩევნო უბნებთან დაინერგება სახეების ამოცნობის ტექნოლოგია.

გადაცემის ავტორი და წამყვანი 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდის ვიდეორგოლს იხსენებს, როდესაც ოპოზიციამ განაცხადა, რომ ფლობდა საარჩევნო უბანზე გამყალბებელთა სახეების ამოცნობის ახალ ტექნოლოგიას. მისი თქმით, მაშინ ამ იდეის ავტორი ლაშა ნაცვლიშვილი იყო.

„როგორც ხედავთ, “ნაცსექტის” ქურუმს მაღალი ტექნოლოგიებით გაყალბებასთან ბრძოლის ნოუ ჰაუს დანერგვა უნდა. ამ მცდელობამ 2012 წელი გამახსენა. როცა მთელი ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მყოფ კრიმინალებს ვებრძოდით. ბრძოლა დაუნდობელი იყო. რეჟიმი ყველაფერზე წავიდოდა, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინა. ამ ვითარებაში ჩვენი იარაღი სიმართლე და გამჭვირვალეობა იყო. ასეთ სტრატეგიას ტაქტიკური ნაბიჯებიც უნდა მოჰყოლოდა. ასეთი ნაბიჯი იყო ხრიკი, რომელიც ლაშა ნაცვლიშვილმა მოიფიქრა. 2012 წელს, არჩევნების წინ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ფლობდა საარჩევნო უბანზე გამყალბებელთა სახეების ამოცნობის ახალ ტექნოლოგიას. რა თქმა უნდა, ასეთი ტექნოლოგია მაშინ არ არსებობდა. თუმცა, ხრიკმა იმოქმედა. ამ იდეამ შეაშინა სომხური, ფრანგული თუ სხვა კარუსელების მომგონი მიშა და მისი გუნდი და დაგეგმილმა ფალსიფიკაციის გეგმამ სათანადოდ ვერ იმუშავა. გადამწყვეტი გახლდათ საერთო სახალხო მხარდაჭერა, რომლის გაყალბება ძნელი იყო. საბოლოოდ რეჟიმმა წააგო და კრიმინალებმა ოპოზიციაში გადაინაცვლეს,” – განაცხადა შალვა რამიშვილმა.

მისი თქმით, ახლა პლაგიატმა სააკაშვილმა გადაწყვიტა ეს ხრიკი “ოცნების” საწინააღმდეგოდ შემოეტრიალებინა.

“არადა, ხრიკი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა ვინმე მართლაც აპირებს გაყალბებას. “ქართული ოცნების” მსგავსად, არცერთი არჩევნები რომ არ წაგიგია, გაგიყალბებია, არც სომხური, არც რუსული, არც მოზამბიკური კარუსელი რომ არ დაგიტრიალებია, ასეთი მოპარული იდეებით რომ ებრძვი, ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა. კარუსელებმა, ტერორმა და სხვა ბინძურმა მანიპულაციებმა არ უშველეს სააკაშვილს 2012 ში და ხალხმა გამარჯვება იზეიმა. სწორედ ასე იქნება 2020-შიც,” – ამბობს შალვა რამიშვილი.

მისი თქმით, წინასაარჩევნო აქტივობაში ჩაბმული მიშა სააკაშვილის და მისი “ფრიკ შოუს” მონაწილეების გეგმა მუდმივი არეულობის ინსპირაციაა.

„მათი გეგმაა მუდმივი არეულობის ინსპირაცია, იქნებ, ამღვრეულ წყალში რამე თევზი დაიჭირონ. რას დაიჭერს საბოლოოდ კრიმინალური ოპოზიცია აღნიშნული ქმედებებით, ეს ცალკე საკითხია,” – ამბობს შალვა რამიშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=NQqXS7-TetA&feature=youtu.be&fbclid=IwAR1p_iJIPfUWWKLahWJ2r7DVWem-LNTKaz7sAfyu-BUfrRZteRpHB_QrfcU

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები