ნათია თურნავამ და მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ პრიორიტეტულ სფეროებზე ისაუბრეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, გამოიყო პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და მალაიზიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. დასახელდა პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, განათლება და სხვ.

“მოვისმინეთ, რამდენად მაღალია ინტერესი მალაიზიის მთავრობის და მალაიზიის მხრიდან საქართველოს მიმართ. საინტერესოა ის, რომ სწორედ იმ სფეროების განვითარება სურთ, რაც ჩვენთვისაც პრიორიტეტულია: ეს არის ტურიზმი, ეს არის ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ერთობლივი ბიზნესი და განათლება. ჩვენ მოვუყევით, რომ განათლება არის ჩვენი მაღალი რანგის პრიორიტეტი, 2022 წლიდან მშპ-ის 6% დაიხარჯება სწორედ განათლების რეფორმაში, ასევე, ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რაც პროფესიული განათლების თვალსაზრისით არსებობს. შევთანხდმით, რომ დავეხმარებით ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებს სტუდენტური გაცვლის პროგრამები წარმართონ და ასევე ვისაუბრეთ ერთობლივ ბიზნესდელეგაციებზე, ბიზნესფორუმებზე, ჩავერთვებით და ვუმასპინძლებთ მალაიზიელ ბიზნესმენებს,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეტ ყურადღებას მიაქცევენ ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ შორის, ხელს შეუწყობენ საქართველოსა და მალაიზიის ბიზნესწრეების დაახლოებასა და ორივე ქვეყანაში სავაჭრო მისიებისა და ბიზნესშეხვედრების ჩატარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები