პაკისტანში მომხდარ ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ტერაქტი მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტის პოლიციის მანქანასთან აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის ორი სამართალდამცველი.
თავდასხმა ავღანეთთან მოსაზღვრე ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ კვეტაში მოხდა. დაშავებულია 35 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.