დანიის პოლიციამ კოკაინის კონტრაბანდისთვის უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე დააკავა

დანიის პოლიციამ კოკაინის კონტრაბანდის ეჭვით, 27 ადამიანი დააკავა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 100 კგ კოკაინი, ბაჰამის კუნძულებზე რეგისტრირებულ ხომალდზე აღმოაჩინეს, რომელიც დანიის წყლების გავლით მიცურავდა.

კოპენჰაგენის პოლიციაში აღნიშნეს, რომ ხომალდზე რეიდი საერთაშორისო დონეზე იყო შეთანხმებული.

ეჭვმიტანილებს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დაკავებულთა შორის არიან რუსეთის, ლატვიის, ეკვადორის და ფილიპინების მოქალაქეები.

დანიური ტელეკომპანიის TV2-ის ინფორმაციით, ხომალდი შვედეთის ჰელსინბორგიდან სანქტ-პეტერბურგში მიემართებოდა.

ამოღებული ტვირთვის ღირებულება 50 მლნ დოლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები