რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა(ვიდეო)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ანგარიში და ასევე, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შემოწმებული ქარხნების შედეგები იყო წარმოდგენილი.
“რუსთავის ჰაერი, ზოგადად, ძალიან აქტუალური საკითხია, რომელიც არამხოლოდ რუსთაველებს, არამედ მოსახლეობასაც აწუხებს. ამისათვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართულია როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მხარის ხელმძღვანელობა და სამინისტროს თანამშრომლები იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მოკლე ვადებში, მივიღოთ ქმედითი გეგმა რუსთავში ჰაერის ხარისხის გამოსასწორებლად.
აღინიშნა, რომ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ქალაქ რუსთავის ჰაერის მართვის გეგმა შემუშავდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხს.