“ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურასა და ზესტაფონში დიდთოვლობის გამო გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს (ფოტო,ვიდეო)

0

ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექის გამო, გზებზე ავტომობილების მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა. სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, უკვე მეორე დღეა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” დასუფთავების სამსახური მუნიციპალიტეტებში გზების გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს.
ამ მომენტისთვის ორივე რეგიონში მოძრაობა სრულად აღდგენილია და გაწმენდილია, როგორც ცენტრალური გზები, ასევე ჭიათურის მიმდებარე სოფლები: ითხვისი, დარკვეთი, შუქრუთი, ავარიონის, კოროხნალისა და საფარის დასახლებები.
კომპანიის მიერ კონკრეტულ ლოკაციებზე გზების გასაწმენდად მობილიზებულია 5 ერთეული სპეცტექნიკა: ორი გრეიდერი, ერთი მარილმომყრელი და ორი მტვირთავი. “ჯორჯიან მანგანეზი” გზის გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე დღეებშიც განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი