დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩომ არასამთავრობო ორგანიზაციის – “Conservative Foreign and Commonwealth Council” წევრებს უმასპინძლა

საქართველოს საელჩომ უმასპინძლა გაერთიანებულ სამეფოში გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის – “Conservative Foreign and Commonwealth Council” წევრებს, რომელთათვისაც საქართველოს შესახებ მიღება და პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე საქართველოს მიღწევების, ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების და ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი.

საუბარი ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების მძიმე მდგომარეობას შეეხო.

მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საელჩო ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

აღსანიშნავია, რომ „Conservative Foreign and Commonwealth Council” შეიქმნა 1952 წელს, რომელიც აერთიანებს კონსერვატიული და სხვა პარტიების, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა და ლორდთა პალატის წევრებს, ასევე ბიზნესის, აკადემიური და კულტურის წრეების წარმომადგენლებს და წარმოადგენს პლატფორმას საერთაშორისო დონეზე თანმშრომლობის განვითარებისთვის, ვისთანაც დიდ ბრიტანეთს პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები