ტალინში მოღვაწე ჟურნალისტებისთვის ღონისძიება – “ქართული სამზარეულო: ტრადიცია და ინოვაცია“ გაიმართა

ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ქართული სამზარეულოს გაცნობისა და პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ესტონეთში კულინარიისა და ტურიზმის მიმართულებით მოღვაწე ჟურნალისტებისათვის ქართული სამზარეულოს მასტერკლასები გაიმართა.

ღონისძიება სახელწოდებით “ქართული სამზარეულო: ტრადიცია და ინოვაცია” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების მხარდაჭერით, ტალინში გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს 5 რეგიონისთვის, აჭარის, რაჭის, გურიის, სამეგრელოს და კახეთისთვის დამახასიათებელი სამზარეულო. მასტერკლასის დასასრულს სტუმრებმა მათი მონაწილეობით მომზადებული კერძები დააგემოვნეს.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მიესალმა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, არჩილ ყარაულაშვილი და საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები