მოლდოვის შს მინისტრმა დნესტრისპირეთის კონფლიქტში რუსული ჯარის ჩარევა დადებათად შეაფასა – ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვს
მოლდოვაში ოპოზიციური პარტიების ფრაქციებმა პარლამენტში, ქვეყნის შს მინისტრის, აურელიუ ჩოკოიას, თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რეზოლუცია შეიტანეს.
ამის მიზეზი გახდა მინისტრის მიერ დნესტრისპირეთის კონფლიქტში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.
კერძოდ, გასულ კვირას, ჩოკოიამ პრესკონფერენციაზე 1992 წლის კონფლიქტზე საუბრისას განაცხადა, რომ „მისი პროვოცირება გარკვეულმა სეპარატისტულმა ძელებმა მოახდინეს. და თუ ფაქტებით ვისაუბრებთ, რუსეთის ფედერაციის არმიამ კონფლიქტში, რომელიც მაშინ დნესტრისპირეთის რეგიონში იყო განთავსებული, ჩაერია სისხლიზღვრის შეჩერების მიზნით“.
როგორც პარტია „პლატფორმა ღირსებისა და სიმართლისთვის“ ლიდერმა, ანდრეი ნესტასემ განაცხადა, მინისტრმა ამ განცხადებით, ომის ვეტერანებს შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე დაღუპულთა ხსოვნას შეურაცხყო.
მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა.
ქვეყნის პრორუსმა პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა, მინისტრს გამოესარჩლა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს.
“როგორც მე გავიგე, ის სამშვიდობო მისიაზე საუბრობდა. შესაძლებელია, მისი განცხადების არასწორი ინტერპრეტირება მოხდა“, – თქვა პრეზიდენტმა.
თავად მოლდოვის შს მინისტრმა განაცხადა, რომ მედიამ სკანდალის გამოწვევის მიზნით, მისი სიტყვები დაამახინჯა.