ირაკლი ოქრუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძესაც მოგვისვამენ გვერდით და მოლაპარაკების მე-5 რაუნდი მატროსოვზე გაიმართება

ბუტა რობაქიძის საქმეზე დაპატიმრებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი “ევროპული საქართველო” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით ასე თუ გაგრძელდა, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მოლაპარაკების მე-5 რაუნდი “მატროსოვის ციხეში” გაიმართება.

“7 თვის თავზე უგულავა დამაწიეს. 3 კვირაში ხაზარაძე-ჯაფარიძესაც მოგვისვამენ გვერდით და მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი მატროსოვზე გაიმართება”, – ნათქვამია ირაკლი ოქრუაშვილის “ფეისბუქპოსტში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები