კახა კალაძე: ევროპარლამენტს გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისიის გამოგზავნას ვთავაზობთ
თბილისის მერი კახა კალაძე “ქართული ოცნების” სახელით ევროპარლამენტს სთავაზობს, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა.
„მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წევრი ევროპარლამენტარებისთვის უგულავას საქმეზე ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, ჩვენ შევთავაზეთ მათ საქართველოში ევროპარლამენტის მისიის გაგზავნა, სისხლის სამართლის საქმის არსისა და პროცედურული მხარის შესასწავლად და შესაფასებლად, სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“, – წერს კახა კალაძე “ტვიტერში”.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავენ.