G&T – 2020 წელს ტურისტების ნაკადი 10.5%-ით გაიზრდება
G&T-მა 2020 წლის ტურიზმის პროგნოზი განაახლა. საინვესტიციო ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 5.6 მლნ ტურისტის შემოსვლას ელის, რაც წლიურად 10.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იქნება.
რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს. G&T -ის შეფასებით ,მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული თანხის მოცულობა 3.7 მლნ დოლარამდე გაიზარდება, რაც წლიურად 12.3%-იან ზრდას ნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 193 მილიონ აშშ დოლარი შედაგინა და გასული წლის ანალოგიური პერიოდის შემოსავალს 17.6 %-ით გადააჭარბა.