თურქეთიდან საქართველოში 2 ტონაზე მეტი მარიხუანას შემოტანის მცდელობა აღკვეთეს(ფოტო)
თურქმა სამართალდამცველებმა, საქართველოში 2 ტონაზე მეტი მარიხუანას შეტანის მცდელობა აღკვეთეს, რომლებიც 213 ტომარაში იყო გადანაწილებული.
ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალების საბაზრო ღირებულება, 124 მლნ დოლარია.
გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო, რომლის მძღოლიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოში თურქეთის გავლით იტალიიდან მოდიოდა.
თურქმა მებაჟეებმა სატვირთოს ტვირთი საეჭვოდ ჩათვალეს, რომელშიც თითქოს, სასუქი იყო.
მანქანა სპეციალურ საწყობში მიიყვანეს, სადაც ტომრებში მარიხუანა აღმოაჩინეს.