თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ რაიონებში:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლინკას, რატევანის, მუხრანის, ჩარგლის, ხორნაბუჯის, გუდამაყარის, ლიახვის, ნაგომარის, ჟინვალის, შენგელაიას, სანზონის, ზიგზაგის, ბოგვის და გვაზაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლინკას, რატევანის, მუხრანის, ჩარგლის, ხორნაბუჯის, გუდამაყარის, ლიახვის, ნაგომარის, ჟინვალის, შენგელაიას და სანზონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს, ქინძმარაულის, ზემო მეტალურგიის და რქაწითელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ფარნავაზის გამზირის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები