ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი: რუსეთის მხრიდან ჰაკერული თავდასხმა ნატოს ყველა წევრ ქვეყანას გამოუცდია

ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, ქეი ბეილი ხაჩინსონის განცხადებით, ალიანსის ყველა ქვეყანამ გამოიარა რუსეთის და ჩინეთის მხრიდან ხაკერული, თუ ჰიბრიდული იერიშები.

„თუ ჩვენს ალიანსს შევხედავთ, ყველა ქვეყანა გამხდარა რუსეთის მხრიდან ჰაკერული, თუ ჰიბრიდული იერიშების მსხვერპლი, ზოგიერთი მათგანი ჩინეთის მხრიდანაც“,-თქვა ხაჩინსონმა.

დიპლომატის თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საკუთარი თავდაცვის მშენებლობა უნდა განაგრძოს.

ანალოგორი ტიპის განცხადებებზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს ნათქვამი აქვს, რომ რუსეთს კიბერსივრცეში დანაშაულებთან არასდროს ჰქონია და არც ექნება კავშირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები