ბექა ბასილაია: რეალურად, ფორმალური თვალსაზრისით არის ორი საქმე
რეალურად, ფორმალური თვალსაზრისით არის ორი საქმე, – ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატმა განაცხადა.
მისი თქმით, გიგი უგულავას მსჯავრი დაედო თბილისის განვითარების ფონდის სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით.
“რეალურად ფორმალური თვალსაზრისით არის ორი საქმე, მაგრამ არსობრივი თვალსაზრისით არის იგივეობრივი საქმეები. სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ობიექტური გამოძიების პირობებში ეს საქმეები ერთიანად იქნებოდა სასამართლოში წარდგენილი და იქნებოდა ერთი სასჯელი, რა სასჯელიც გიგის თბილსერვისის საქმეზე რეალურად მოხდილი აქვს. გიგი უგულავას მსჯავრი დაედო თბილისის განვითარების ფონდის სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით. ზუსტად ანალოგიური ბრალდება ქონდა გიგის წარდგენილი თბილსერვისის სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით. ეს იყო აბსოლუტურად იგივეობრივი საქმე, ბრალდებული იყო იგივე. ბრალდების შემადგენლობა იყო იგივე. ფაბულა იყო იგივე”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.