ბანგლადეშში ხომალდის ჩაძირვას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშის სანაპიროსთან, ხომალდის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა.

ბორტზე 100-ზე მეტი ლტოლვილი იმყოფებოდა, რომლებიც მალაიზიაში მიემართებოდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველებმა 65 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა, სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან 50 ლტოლვილი დაკარგულად ითვლება.

ადგილზე მაშველები და მყვინთავები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები