ბულგარეთში, ვარნაში, ფოტოგამოფენა “გამარჯობა, მე მქვია თბილისი” მოეწყო
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქ ვარნაში ფოტოგამოფენა სახელწოდებით – “გამარჯობა, მე მქვია თბილისი” მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები, ქალაქის ძველი და ახალი არქიტექტურით, გამოფენის დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, დედაქალაქის ისტორიას და ახლანდელ იერსახეს გაეცნოს.
ღონისძიების ფარგლებში, ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა ვარნაში ქართულ დიასპორასთან და საქართველოს საპატიო კონსულთან იული ნუშევთან შეხვედრა გამართა.
გამოფენის მონახულება დამთვალიერებლებს ვარნის არქეოლოგიურ მუზეუმში 20 მარტამდე შეეძლებათ.