ეუთოს მისია: აზერბაიჯანში ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევები დაფიქსირდა

ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების მისიამ, აზერბაიჯანში, საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები გამოავლინა, – ამის შესახებ ეუთოს მოკლევადიანი დაკვირვებების მისიის კოორდინატორმა, არტურ გერასიმოვმა, ბაქოში განაცხადა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ნამდვილი პოლიტიკური დისკუსიის დეფიციტია, ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, არჩევანი კანდიდატების ფართო წრისგან გაეკეთებინათ. არის დაფიქსირებული ამომრჩევლებზე, კანდიდატებსა და მათ წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტები“, – აღნიშნა გერასიმოვმა.

აზერბაიჯანში 9 თებერვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად, მმართველმა პარტიამ 125 ადგილიან პარლამენტში 70 მანდატი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები