“თბილისში შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი” – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10-11 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს – დაბლობსა და ბარში +5 გრადუსამდე, მთიან რაიონებში -6-დან -1 გრადუსამდე. ყინვა ნარჩუნდება დღის საათებში და მაღალმთიან რაიონებში -7-დან -12 გრადუსამდე ჰაერის ტემპერატურაა მოსალოდნელი.

როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლედავდიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზამ განუცხადა, 11 თებერვალს ღამით მთელს საქართველოში კვლავ ყინვა ნარჩუნდება.
მისივე ინფორმაციით, დაბლობსა და დასავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია მინიმალური ტემპერატურა 8-დან -3 გრადუსამდე და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -13-დან -18 გრადუსამდე.

ყველაზე ძლიერი ყინვა მოსალოდნელია მაღალმთიან რეგიონებში და 27-დან -22 გრადუსამდე იქნება.

ყინვა ხვალაც გაგრძელდება, დასავლეთ საქართველოში 11 თებერვალს მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია +3-დან +8 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში +1 +6 გრადუსამდე. ღამით ყინვა გაგრძელდება და -8 გრადუსი იქნება.

12 თებერვლიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. უმეტეს რაიონში იქნება ნალექი თოვლის სახით. ყინვა ღამით შერბილდება. დღის ტემპერატურა 0-6 გრადუსამდე დარჩება.

თბილისში შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები