კორონავირუსს 910 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა

ჩინეთში გავრცელებულ ახალი ტიპის კორონავირუსს 910 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 40 171 მიაღწია.

ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს.

დაავადების დამარცხება 3,3 ათასმა შეძლო, რომლებიც კლინიკებიდან გაწერეს.

რაც შეეხება დაავადებულებს 6,5 ათასი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. 187,5 ათასი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილთაგან 908 ჩინეთშია, ერთი ადამიანი ჰონგ-კონგში, ერთი ფილიპინებზე.

კორონავირუსის 2019-nCoV მსხვერპლთა რაოდენობა 2002-2003 წლის SARS-ის პანდემიის დონეს აღემატება, მაშინ ჩინეთში გავრცელებულ ვირუსს 774 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ვირუსი მსოფლიოს 24 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები