მეუფე ნიკოლოზი: შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს და მაშინ ღმერთი ყველაფერს დაგვიბრუნებს

ჩვენ უნდა გამოვხატოთ სინანული ჩვენი პატრიარქის მიმართ, დღეს ისევე არის ცილისწამება მის მიმართ, როგორც იოანე ოქროპირის მიმართ იყო თავის დროზე,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ​სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ, შენდობისა და მიტევების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ჩვენ დღეს ბევრი რამის გამო უნდა ვითხოვოთ შენდობა ყველამ – ეს არის აფხაზეთი, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო დღეს აღარ არის საქართველოს ტერიტორია, დროებით, რა თქმა უნდა, ოკუპირებულია და კიდევ, ჩვენ უნდა გამოვხატოთ სინანული ჩვენი პატრიარქის მიმართ, დღეს ისევე არის ცილისწამება მის მიმართ, როგორც იოანე ოქროპირის მიმართ იყო თავის დროზე და უნდა ვთხოვოთ ჩვენ შენდობა პატრიარქს, შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს და მაშინ ღმერთი ყველაფერს დაგვიბრუნებს”, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები