ჩინური მედია: ქვეყანაში კორონავირუსისგან სიკვდილიანობამ იკლო
ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსისგან სიკვდილიანობამ 2%-მდე იკლო, უხანში კი, 4,1%-მდე.
ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაში განაცხადეს.
უკანასკნელი მონაცემით, სიკვდილიანობა ქვეყნის მასშტაბით, 2,0% შეადგენს; ხუბეის პროვინციაში 1,3%, ხოლო უხანში 4,1%.
ამასთან სიკვდილიანობა ხუბეის პროვინციის გარდა, ქვეყანაში 0,2% შეადგენს.
ბოლო მონაცემით, კორონავირუსს 636 ადამიანი ემსხვერპლა, 31161 ადამიანი დაავადებულია, კლინიკებიდან 1540 პაციენტია გაწერილი.