ავთანდილ წერეთელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება

ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

​ექიმების ინფორმაციით, მას გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

კლინიკა “ჰელსიკორის”​ გენერალური დირექტორის, რუსუდან ლაგვილავას თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია ანალიზებშიც.

​მისივე თქმით, გრძელდება შესაბამისი მკურნალობა და ​უახლოეს დღეებში მისი კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება.
​შეგახსნებთ, რომ ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი გუშინ, აბაზანაში უგონო მდგომარეობაში მისმა შვილმა, “ტვპირველის” დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა ნახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები