თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალშობილის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალშობილის გარდაცვალებაში 24 წლის ქალის ახლობლები მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ამ დროისთვის ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი ნარკოზიდან გამოსულია და პალატაშია გადაყვანილი.

მათივე თქმით, პაციენტი გუშინ მაღალ წნევით შეიყვანეს, ექიმებმა კი მოთხოვნის მიუხედავად, საკეისრო კვეთა არ ჩაატარეს. ბუნებრივი მშობიარობისას ბავშვი გარდაიცვალა.

“მოხდა ძალიან გვიან კვეთა, უკვე მკვდარი იყო ბავშვი, რომ გაკვეთეს ორსული ქალი. როცა ბავშვს გულისცემა შეუსუსტდა, მაშინ უნდა ყოფილიყო ჩარევა. დაუსჯელი არ დარჩება ეს ექიმი ნამდვილად,“ – განაცხადა მშობიარე ქალის ნათესავმა.

სამედიცინო დაწესებულებაში კი აცხადებენ, რომ მშობიარობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდა, რა დროსაც გართულება წარმოიშვა და მიუხედავად იმისა, რომ გართულების შემდეგ საკეისრო კვეთა რამდენიმე წუთში გაკეთდა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები