კორონავირუსს 636 ადამიანი ემსხვერპლა, საავადმყოფოებიდან 1540 პაციენტი გაწერეს

ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობა 636-მდეა გაზრდილი, 31161 ადამიანი დაავადებულია, კლინიკებიდან 1540 პაციენტია გაწერილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, დაავადების 3143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საავადმყოფოებიდან ერთ დღეში, 387 ადამიანი გაწერეს.

ჰონგ-კონგში დაავადების 24 შემთხვევა ფიქსირდება (მათგან ერთი გარდაიცვალა), მაკაოში 10 ინფიცირებულია (მათგან ერთი კლინიკიდან გაწერეს), ტაივანზე კი, 11 დაავადებულია ( ერთი გაწერილია).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები