თავდაცვის ძალების წარმომადგენლები გაუმჯობესებულ სადაზღვევო პირობებს გაეცნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები არსებითად გააუმჯობესა.
სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ უწყების თანამშრომლებს სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ახალი დაზღვევით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების პირობები: გაიზარდა ანაზღაურების ლიმიტი და ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება; არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები; გაუმჯობესდა გამონაკლის შემთხვევებში არსებული სამედიცინო მომსახურებაც; გაიზარდა აფთიაქების, მედიკამენტებისა და დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა, მათ შორის სამშობიარო, გეგმურ-ამბულატორიულსა და გეგმურ-სტაციონარულ მომსახურებაზე.