თენგიზ ცერცვაძე: არსებობს ალბათობა, რომ საავადმყოფოში შემოყვანილი ჩინეთის მოქალაქე ახალი კორონავირუსით იყოს ინფიცირებული

ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის მოქალაქე შეიყვანეს. მედიკოსებს დახმარების თხოვნით მან თავად მიმართა.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებობს ალბათობა, რომ შესაძლოა პაციენტი ახალი კორონავირუსით ინფიცირებული იყოს.

“იყო გუდაურში, ბაკურიანში, 4 თებერვალს, გუშინ წინ ტემპერატურის მომატება აღენიშნა, როგორც თვითონ ამბობს 38 გრადუსზე მეტი. ჰქონდა ხველა, კატარული მოვლენები, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე. მიმართა საელჩოს და “ონლაინ” ჩინელ ექიმებთან იტარებდა კონსულტაციას, მაგრამ მდგომარეობა გაუარესდა და შემოვიდა ჩვენთან კლინიკაში. იმის გათვალისწინებით, რომ მას მწვავე რესპირაციული ინფექცია აქვს და ის პეკინიდანაა ჩამოსული ბუნებრივია, არსებობს ალბათობა, რომ შესაძლოა ის იყოს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული”, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები