შვედეთში 130-მდე ადამიანი შახტიდან ამოსვლას ვერ ახერხებს
შვედეთის ჩრდილოეთით მდებარე გარპენბერგის შახტში, ხანძრის გამო, 130-მდე ადამიანია ბლოკირებული.
ამის შესახებ ინფორმაციას Aftobladet შახტის მფლობელ კომპანიაზე, Boliden-ზე, დაყრდნობით წერს.
ამასთან, პოლიციის მონაცემით, მიწის ქვეშ 70-დან 80 ადამიანამდე იმყოფება.
„ხანძრის კვამლი 852 მეტრის სიღრმიდან ამოდის. ინსტრუქციის შესაბამისად ვმოქმედებთ, ყველა თანამშრომელი სამალავშია, ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ“, – განაცხადა შახტის წარმომადგენელმა.
შახტში 46 სამალავი ოთახია, ჟანგბადის მარაგი 239 ადამიანზეა გათვლილი, რომელიც მათ 8 საათის განმავლობაში შეიძლება ეყოთ.