ინდოეთში მამაკაცმა 5 წლის ბავშვი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გააუპატიურა
ინდოეთში, დელიში 25 წლის მამაკაცმა, 5 წლის გოგონა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გააუპატიურა.
პოლიციამ მამაკაცი დააკავა.
სამართალდამცველების განცხადებით, მათ გოგონას მშობლებმა მიმართეს.
შემთხვევა 1 თებერვალს მოხდა, ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მედიკოსებმა გაუპატიურების ფაქტი დაადასტურეს.
მედიის ინფორმაციით, გოგონას ოჯახი საელჩოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, სადაც ოჯახის უფროსი მომსახურე პერსონალად მუშაობს.
რაც შეეხება ეჭვმიტანილს, პოლიციის ინფორმაციით, ის მძღოლად მუშაობს, თუმცა საელჩოს თანამშრომლებს არ ემსახურება. დიპლომატიური მისიის შენობაში, 25 წლის კაცის მამა მუშაობს.
გამომძიებლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილის და მსხვერპლის ოჯახის წევრები ერთმანეთს იცნობდნენ. მამაკაცმა ეზოში მოთამაშე ბავშვი სახლში იმ დროს შეიტყუა, როდესაც მისი მშობლები არ იყვნენ.
სახლში დაბრუნების შემდეგ ბავშვმა მომხდარის შესახებ დედას უამბო.
ეჭვმიტანილი, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ, რადგან ინდოეთში, 2018 წელს, ბავშვების გაუპატიურებისთვის, უმკაცრესი ზომაა შემოღებული – სიკვდილით დასჯა.