ქუთაისის 24-საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადასვლის მიზნით, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები გრძელდება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ქალაქის 24-საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადასვლის მიზნით, ახალ ქსელზე გადართვით სამუშაოებს აგრძელებს.
როგორც “კვირას” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ამ დროისთვის, სამუშაოები კახიანოურის, მუხნარისა და საფიჩხიის (ნაწილი) დასახლებებში მიმდინარეობს.
სამუშაოების დასრულებისთანავე, 7 თებერვლიდან, ახალ ქსელზე გადაერთვება და დამატებით უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა ა. რაზმაძის, ჯორჯიაშვილის, ახალგაზრდობის, გრ.აბაშიძის, ლეონიძის, ჭყონდიდელის, გორის, გრ.ჩორგოლიანის, დ.გურამიშვილის, დეპოს, ვ.ბაგრატიონის, ი. ევდოშილის, მ.ბალანჩივაძის, მოსკოვის, გოგოლის, ნიკო მარის, ს. მახვილაძის, ს. ხაბეიშვილის, სადგურის, ფოთის, ვ. კუპრაძის, წმინდა სამების, ლომთათიძის, ჰ.გმაინერის, თამარ მეფის ნაწილის, თამარ მეფის პირველ შესახვევის და პირველი ჩიხის, წერეთლის ნაწილისა და მესამე შესახვევის ქუჩები.
აღნიშნული სამუშობის მიზნით, დასახლებებს წყლის მიწოდება ერთი დღით, 6 თებერვალს შეეზღუდებათ.