ჩინეთში კორონავირუსი, პირველად, ახალშობილს დაუდგინდა

უხანში, 2 თებერვალს დაბადებულ ახალშობილს, მედიკოსებმა კორონავირუსი აღმოუჩინეს.

ამის შესახებ ჩინური მედია წერს.

აღნიშნულია, რომ მანამდე ვირუსი ბავშვის დედას გამოუვლინდა, თუმცა ამჟამად უცნობია, როგორ მოხდა ბავშვის დაინფიცირება – დაბადების შემდეგ, თუ მანამდე.

ჩინეთში, კერძოდ ხეილუნცზიანის პროვინციაში, არსებობს შემთხვევა, როდესაც ახალშობილს ვირუსი არ აღმოაჩნდა. დაავადებულმა ქალმა, ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა.

ქალს ფეხმძიმობის 38 კვირას, 37,3 გრადუსი ტემპერატურა ჰქონდა, 30 იანვარს კი, მას კორონავირუსი დაუდგინდა. იმავე დღეს, ექიმებმა მისთვის საკეისროს გაკეთება გადაწყვიტეს.

ბავშვის წონა 3 კგ იყო, მას კორონავირუსი არც 31 იანვარს და არც 2 თებერვალს არ დაუდასტურდა.

ამჟამად, დედა-შვილი კარანტინზე დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ბავშვის დედას 2 თებერვალს სიცხე უკვე აღარ აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები