ირაკლი კობახიძე: თუ საარჩევნო სისტემა დარჩება 77/73-ზე, ძალიან მაღალი ალბათობით, “ნაცმოძრაობა” თავისი “ევროპული საქართველოთი”, შმაცუნებით, პოლიტიკური სპექტრიდან ალბათ გაქრება

თუ საარჩევნო სისტემა დარჩება 77/73-ზე და არა 100/50-ზე, ამ შემთხვევაში ძალიან მაღალი ალბათობით, “ნაცმოძრაობა” თავისი “ევროპული საქართველოთი” და დანაყოფებით, შმაცებით და შმაცუნებით პოლიტიკური სპექტრიდან ალბათ საერთოდ გაქრება, რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ჩვენ მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ. მათ შესაძლებლობა აქვთ ისეთ სისტემას დაეთანხმონ, რომელიც უზრუნველყოფს მათ შორის, თუნდაც სამომავლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას, ვნახოთ, ეს მოლაპარაკებები როგორ დასრულდება. ოპოზიციას შეუძლია, კიდევ ერთხელ გადადგას ირაციონალური ნაბიჯი, რომელიც გადადგეს ჯერ 2016 წელს, შემდეგ 2017 წელს. გახსოვთ, მაშინ შეთავაზება იყო, რომ ორსაფეხურიანი რეფორმა გატარებულიყო, ჯერ დარჩენილიყო შერეული სისტემა, შემდეგ პროპორციული, მათ ამაზე ორჯერ თქვეს უარი და მათვისვე უარესი შედეგი მიიღეს. შესაბამისად, თუ კიდევ ერთხელ მიიღებენ ირაციონალურ გადაწყვეტილებას ეს მათთვისვე იქნება უარესი, რაც შეიძლება ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესი იყო. იმიტომ, რომ თუ დარჩება 77/73-ზე და არა 100/50-ზე ამ შემთხვევაში ძალიან მაღალი ალბათობით, “ნაცმოძრაობა” თავისი “ევროპული საქართველოთი” და დანაყოფებით, შმაცებით და შმაცუნებით პოლიტიკური სპექტიდან ალბათ საერთოდ გაქრება, რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგია, რადგან თუ “ნაცმოძრაობა” პოლიტიკურ სისტემაში არ იქნება, ეს გზას გაუხსნის ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს იმისთვის, რომ ისინი პოლიტიკურ პროცესებში შემოვიდნენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები