იერუსალიმში ავტომობილი სამხედროებში შევარდა, პოლიცია ტერაქტის ვერსიას განიხილავს
იერუსალიმის ცენტრში, სადგურთან ახლოს, ავტომობილი სამხედროებში შევარდა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია ისრაელის პოლიციის პრეს-მდივანზე დაყრდნობით იტყობინება.
ინციდენტის შედეგად 15 სამხედრო საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში, გადაიყვანეს.
სამართალდამცველები მომხდარს ტერაქტად აფასებენ.
ამჟამად ცნობილია, რომ პოლიციამ ეჭვმიტანილის ავტომობილი იპოვა.