“სამოქალაქო იდეის” და ეუთო-ს ერთობლივი ახალგაზრდული ფორუმი “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის” გაიმართება

“სამოქალაქო იდეა” ( თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი) ეუთო-ს ახალგაზრდებისა და უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელის ჩართულობით 6 თებერვალს ახალგაზრდულ ფორუმს – “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის” გამართავს.

ფორუმის მიზანი ეუთო-ს ახალი ინიციატივის – “პერსპექტივები 20-30” პრეზენტაციაა. “სამოქალაქო იდეის” ინფორმაციით, საქართველოსათვის აქტუალური საკითხების განსახილველად, როგორც ახალგაზრდებსა და გადაწყვეტილების მიმღებს შორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის – როგორიცაა ეუთო, OSCE/ODIHR, გაერო, ევროკავშირი და მედია საზოგადოებას შორის ეს უნიკალური პლატფორმაა.
შეხვედრას გახსნიან ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი ფელიქს ჰეტი და ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

“ფორუმში მონაწილეობენ ეუთო-ს მოქმედი სპეციალური წარმომადგენელი ახალგაზრდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ალბა ბროჟკა, და 2015-2019 წლებში ეუთოს ახალგახრდობის საკითხებში სპეციალური წარმოამდგენლები სამუელ გოდა, ანა-კატერინა დაინინგი და ნიკო შერნბეკ. ქართველი სპიკერები: გიორგი კანაშვილი – მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების მართვის ექსპერტი; დავით უსუფაშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე; მანანა ქოჩლაძე – მწვანე ალტერნატივა; პროფ.ბესიკ ლოლაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ახალგაზრდა მომხსენებლებთან ერთად წარმოადგენენ კონფლიქტების ანალიზს, ისაუბრებენ სამოქალაქო ინტეგრაციასა და ახალგაზრდების მონაწილეობით მშვიდობის მშენებლობის საუკეთესო პრაქტიკაზე.

ფორუმის ფარგლებში მოხდება რეკომენდაციების შემუშავება ეუთო-ს დოკუმენტის “პერსეპექტივა 20-30”-ის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე იმპლემენტაციისთვის.

ფორუმი – “ახალგაზრდები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის”, სამოქალაქო იდეას ეგიდით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ტარდება”,-ნათქვამია “სამოქალაქო იდეის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები