თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
თბილისში, მეტრო “გოცირიძის” მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
როგორც ექიმმა, ხათუნა ხუფენიამ განაცხადა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“არის სიმაღლიდან ვარდნა, სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის ქალა ტვინის ტრავმა, სუბარახნოიდული სისხლჩაქცევა, თავის ტვინის შეშუპება, გულ-მკერდის ტრავმა, პნევმოთორაქსი, ხერხემლის დაზიანებაა განივი მორჩების, ბარძაყის ძვალი მოტეხილია, საჯდომი მოტეხილია. პაციენტი ამ ეტაპისთვის არის უკიდურესად მძიმე და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მართვით სუნთქვაზე, არის შოკური მდგომარეობა. მიმდინარეობს სასიცოცხლო პარამეტრების სტაბილიზაცია,” – განაცხადა ექიმმა.
ცნობისთვის,თბილისში, მეტრო “გოცირიძის” მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსიდან მშენებლობაზე დასაქმებული ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი დაიღუპა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.