თბილისში მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა

თბილისში, მეტრო გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსიდან მშენებლობაზე დასაქმებული ორი მუშა გადმოვარდა.

“კვირას” ინფორმაციით, ერთი მათგანი დაიღუპა. ერთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები