კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი გარდაცვლილთა რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება

ჩინეთში ახალი კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვმა 490 მიაღწია, 24,324 ათასი დაავადებულია.

ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს.

დაავადებულთაგან 3219 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, საავადმყოფოებიდან 892 პაციენტია გაწერილი.

185,5 ათასი ადამიანი, რომლებიც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ, დაკვირვების ქვეშ არიან.

24 საათში 3,8 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, ჰონკონგში 18 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან ერთი ლეტალურად დასრულდა, მაკაოში 10 შემთხვევა, ტაივანზე 11.

რაც შეეხება ჩინეთს ფარგლებს გარეთ შექმნილ ვითარებას, 24 ქვეყანაში ჯამში კორონავირუსი 176 ადამიანს დაუდგინდა, მათგან ყველაზე მეტი ტაილანდშია -25; სინგაპურში 23; იაპონიაში 21; სამხრეთ კორეაში 16; ავსტრალიაში 13; გერმანიაში 12; აშშ-ში 11; რუსეთში 2; ფილიპინებზე ერთი ლეტალური შემთხვევაა; ბელგიაში 1 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები