შალვა ნათელაშვილის ორმაგი სახე – POSTV – მედიარენტგენი

POSTV-ის გადაცემა მედიარენტგენი ქართული პოლიტიკის ისტორიაში ცნობილი კომედიანტის სტატუსით მოსარგებლე ფიგურის შალვა ნათელაშვილის მიერ, 31 იანვარს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ სტატუსზე საუბრობს, რომელშიც ქვეყნის მთავარი ლეიბორისტი იმ ბოროტ ძალებს ამხელს, რომლებიც მისივე თქმით, IRI და NDI-ს ვერაგულად ესხმიან თავს.

“ნაციონალურ მოძრაობასთან” პირშეკრული შალვა ნათელაშვილი კბილებით იცავს იმ კვლევით ინსტიტუტს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასა” და მასთან ასოცირებულ პირებს კვლევის მისთვის სასურველ შედეგებს უდებს”, – ამბობს POSTV-ის გადაცემა მედიარენტგენის წამყვანი ლიზა გეგეჭკორი.

“როგორც ფეისბუქ პოსტიდან ირკვევა, პოლიტიკური კომედიანტი შალვა ნათელაშვილი, მკაცრად გმობს ხსენებული საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ განხორციელებულ შტურმს, გამომდინარე იქიდან, რომ მას მიაჩნია, რომ ეს ინსტიტუტები ხელს უწყობენ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში და ა.შ.”, – ამბობს ლიზა გეგეჭკორი.

წამყვანი NDI-ის და მის მიერ ჩატარებული კვლევების მიმართ მთავარი ლეიბორისტის ცნობილ დამოკიდებულებებს იხსენებს და ამბობს, რომ შალვა ნათელაშვილი წლების განმავლობაში, ხმალამოღებული ებრძოდა იმ ინსტიტუტს, რომელსაც ახლა თავგამოდებით იცავს ე.წ. თავდამსხმელებისგან.

„თავს ვალდებულად ვგრძნობ გავიხსენო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც გვარწმუნებს, რომ ამ პიროვნებამ თვითონაც არ იცის რა სურს. 2001 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლეიბორისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს და თბილისის საკრებულოში ადგილთა რაოდენობით ნაციონალებსაც კი გაუსწრეს, მაგრამ შალვა ნათელაშვილმა ეს ნდობაც ქარს გაატანა, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი სწორედ მიხეილ სააკაშვილს დაუთმო. ჯერ კიდევ 2001 წელს, შალვა ნათელაშვილი ლატენტურად იყო შეყვარებული მიხეილ სააკაშვილზე. გამოხდა რა ხანი, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გაანალიზა რა მისი გრძნობები სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური ძალის მიმართ, გადაწყვიტა საკუთარი გრძნობები აღარ დაემალა და არაოფიციალურად გაფორმებულიყო „ნაციონალური მოძრაობის” მებრძოლთა რიგებში. ყველაფერი დღესავით ნათელია, ნაციონალურ მოძრაობასთან პირშეკრული შალვა ნათელაშვილი კბილებით იცავს იმ კვლევით ინსტიტუტს, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასა და მასთან ასოცირებულ პირებს ცოტა რეალობას აცდენილ, თუმცა მისთვის სასურველ კვლევის შედეგებს უდებს. ის, თუ ვის სწამს, NDI-ის მიერ წლების განმავლობაში გამოქვეყნებული რეალობას კოსმიურად აცდენილი კვლევის შედეგების, ვნახეთ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ „მედია რენტგენში”, დანარჩენზე აზრის გამოტანა, თქვენთვის მომინდია”, – ამბობს ლიზა გეგეჭკორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები