საფრანგეთში ეთნიკურად ჩეჩენი ბლოგერი მოკლეს, რომელიც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა
საფრანგეთის ქალაქ ლილში 44 წლის ეთნიკურად ჩეჩენი ბლოგერი, იმრან ალიევი, მოკლეს, რომელიც რამზან კადიროვის რეჟიმს აკრიტიკებდა.
ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
მედიის ინფორმაციით, მკვლელობა 30 იანვარს მოხდა, თუმცა მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ალიევის სხეულზე „გულის არეში მრავლობითი ჭრილობა აღინიშნება“.
მოკლული ბლოგერი, რომელსაც მანუსრ სტატის, ფსევდონიმიც ჰქონდა, ლილში, კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად ბელგიიდან ჩავიდა.
ალიევი Facebook-სა და YouTube-ში რამზან კადიროვის შესახებ ძალიან კრიტიკულ ჩანაწერებს ავრცელებდა, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევაში ხშირად ადანაშაულებებნ. ერთ-ერთ ვიდეოში ალიევმა ასევე ამბობს, რომ მასზე თავდასხმის მცდეობა გასული წლის ზაფხულში მოხდა.
ადგილობრივ მედიას საფრანგეთის პოლიციაში წყარომ განუცხადა, რომ, მკვლელობა „პოლიტიკური მოტივისთვის დამახასიათებელია“.
ლილის პროკურატურაში განაცხადეს, ეორმ ჯერჯერობით სამქეზე არავინ დაუკავებიათ.
აღსანიშნავია რომ 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინის ცენტრში, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს.
4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა იმ მოტივით, რომ მოსკოვი მომხდარის გამოძებაში ბერლინთან სათანადოდ არ თანამშრომლობს.
გერმანიის პროპკურატურაში ეჭვობენ, რომ მომხდარს შესაძლოა, კავშირი რამზან კადიროვთან ჰქონდეს, თუმცა არც რუსეთის სახელისუფლებო კვალი გამოირიცხება.