ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლას იწყებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორაციასთან ბრძოლას იწყებს.
ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
WHO Google-თან, ასევე Twitter-თან, Facebook-თან, Tencent-თან და Tiktok-თან გეგმავს თანამშრომლობას.
მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არა მხოლოდ ცრუ ინფორმაციას შეებრძოლება, არამედ ვირუსთან ბრძოლის არასწორ რეკომენდაციებსაც.
ტედროს ადხან გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის თანამშრომლები, დეზინფორმაციის გამოსავლენად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ, 31 იანვარს განცხადება, Facebook-ში გაკეთდა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ „ვიწყებთ ცრუ ინფორმაციის ან კონსპიროლოგიური შინაარსის შემცვლელი თეორიების წაშლას, რომლებიც გლობალური ან ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების აზრით, შესაძლოა, იმ ადამიანებს მიაყენონ ზიანი, რომლებიც ამ ინფორმაციას დაიჯერებენ“.
ბოლო მონაცემით, ჩინეთში კორონავირუსისგან, 425 ადამიანი დაიღუპა, 20438 დაავადებულია, გასული დღე-ღამის განმავლობაში 3235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაკვირვების ქვეშ 171,3 ათასი ადამიანია, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.