კორონავირუსს 425 ადამიანი ემსხვერპლა, 20438 დაავადებულია
ჩინეთში კორონავირუსისგან, 425 ადამიანი დაიღუპა, 20438 დაავადებულია, გასული დღე-ღამის განმავლობაში 3235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაკვირვების ქვეშ 171,3 ათასი ადამიანია, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.
BBC-ის ინფორმაციით, ეპიდემიის რეალური მასშტაბი, შესაძლოა, გაცილებით ძლიერი იყოს.
ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ ეპიდემია იმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს აქემდე მიიჩნეოდა.
რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ შექმნილ ვითარებას, ჰონგონგში ვირუსისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
39 წლის მამაკაცი იანვარში უხანში იმყოფებოდა და სახლში დაბრუნების შემდეგ, 8 დღეში თავი შეუძლოთ იგრძნო, მას კორონავირუსი დაუდგინდა.
გარდა ამისა, 2019-nCov გარდაცვლილის დედასაც დაუდგინდა, ის ჰოსპიტალიზირებულია.
3 თებერვლის მდგომარეობით, ჰონგკონგში 15 დადასტურებული შემთხვევაა, 159 ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.