გიორგი კახიანი: სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ფარგლებში წარდგება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტში ახლო პერიოდში წარდგება.
მისივე თქმით, აღნიშნული რეგლამენტის დარღვევა არ არის.
“ოპოზიციას შესაძლოა პრეზიდენტის გამოსვლებში რამე არ მოსწონდეს, ხელისუფლება შეიძლება სხვანაირად აფასებდეს. ეს პოლიტიკური შეფასების ნაწილია. პირველ კვირას არ მოხდება პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლა, თუმცა ახლო მომავალში საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პრეზიდენტი რა თქმა უნდა პარლამენტში წარსდგება და ეს რეგლამენტის დარღვევა არ არის”, – განაცხადა კახიანმა.