ნიკოლოზ მეტრეველი: “ნაციონალური მოძრაობის” “მეკავშირე” ლობისტურ ჯგუფებთან გამორჩეულად ობიექტური ექსპერტი ბათუ ქუთელია აღმოჩნდა
“ნაციონალური მოძრაობის” “მეკავშირე” ლობისტურ ჯგუფებთან გამორჩეულად ობიექტური ექსპერტი ბათუ ქუთელია აღმოჩნდა”, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
“გამოდი, ბათუ, გიცანით. “ნაციონალური მოძრაობის” “მეკავშირე” ლობისტურ ჯგუფებთან გამორჩეულად ობიექტური ექსპერტი ბათუ ქუთელია აღმოჩნდა. არა არს დაფარულ, რომელი არა განცხადდეს. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, ე.წ. NGO-ების უმეტესობა “ნაციონალური მოძრაობის” ქვეფილიალებს წარმოადგენენ, რომლებიც საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ,” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.