ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ლონდონის სამხრეთით მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა, დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ამის შესახებ Reuters “დაეშის” წევრებთან დაკავშირებულ საინფორმაციო სააგენტო Amaq-ზე დაყრდნობით წერს.

ამასთან, „დაეშის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით მტკიცებულება სააგენტოს არ წარუდგენია.

ლონდონში თავდასხმა 2 თებერვალს მოხდა.

20 წლის სუდეშ ამანი ხალხმრავალ ქუჩაში გამვლელებს თავს დაესხა და ორი პირი დაჭრა. ის პოლიციამ ადგილზე მოკლა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, ციხიდან ახალი გათავისუფლებული იყო. ის სასჯელს ტერორიზმისთვის იხდიდა.

2018 წელს მან 13 ტერორისტული დანაშაულის ჩადენა აღიარა, მათ შორის ტერორისტული მასალების გავრცელება და ტერაქტებისთვის ინფორმაციის შეგროვების ფაქტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები