გიორგი ცუცქირიძე: პროხოროვის ბიზნესპარტნიორი უმსხვილეს საერთაშორისო ბანკებს – ADB-ს და EBRD-ს რუსული პროექტის განხორციელებაში ადანაშაულებს
მამუკა ხაზარაძეს აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქი TBC-ში შემოჰყავს, მაშინ როცა უმსხვლეს საერთაშორისო ბანკებს – ADB-ს და EBRD-ს რუსული პროექტის განხორციელებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ გიორგი ცუცქირიძე, ექპსერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში სოციალურ ქსელში წერს.
გიორგი ცუცქირიძე მამუკა ხაზარაძის მიერ ქვეშეთი-კობის გზის პროექტზე გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ განცხადებით ხაზარაძემ ორი უმსხვილესი საერთაშორისო ბანკი – ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD და აზიის განვითარების ბანკიც (ADB) რუსეთის ინტერესების გამტარებლებად მიიჩნია.
“მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ TBC BANK GROUP – ში მამუკა ხაზარაძის წილი 9.14%-მდე შემცირდა. წილის შემცირება 2019 წლის ივლისში, რუსული Renaissance Capital-თან დადებულ აქციების დაგირავების შეთანხმებას უკავშირდება. Renaissance Capital-ს ფლობს სკანდალებით ცნობილი რუსი ოლიგარქი, მიხეილ პროხოროვი. მართალია, 2012 წელს პროხოროვი მონაწილეობდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, იყო პარტია “სამოქალაქო პლატფორმის“ დამფუძნებელიც, მაგრამ რუსული ოპოზიციისავე მტკიცებით იგი პუტინის პროექტი იყო და ფასადური დემოკრატიის ფუნქცია ჰქონდა. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ პროხოროვი შედის იმ რუს ოლიგარქებში, რომლებიც დასახელებული არიან აშშ-ის ფედერალურ კანონში ამერიკის მოწინააღმდეგებზე სანქციების შესახებ (Countering America’s Adversaries Through Sanctions Act, CAATSA). სწორედ ეს კანონი აწესებს სანქციებს ირანის, ჩრდილოეთ კორეას და რუსეთის წინააღმდეგ და შევიდა ძალაში 2017 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერით. და ამის ფონზე, მამუკა ხაზარაძის საქალაქო სასამართლოს ეზოში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებაც გვახსენდება ქვეშეთი-კობის გზის პროექტზე, რუსეთს ვაძლევთ ტანკებით კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობასო. ანუ, საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ პროექტის თანადამფინანსებელი ორი უმსხვილესი საერთაშორისო ბანკი – ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD და აზიის განვითარების ბანკიც (ADB) რუსეთის ინტერესებს ატარებენო… ამას ახლა უკვე პროხოროვის ბიზნესპარტნიორი აცხადებდა. მთელ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მამუკა ხაზარაძეს აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქი TBC-ში შემოყავს, მაშინ როცა უმსხვლეს საერთაშორისო ბანკებს – ADB-ს და EBRD-ს რუსული პროექტის განხორციელებაში ადანაშაულებს. ქართული “მედასავლეთეობის” და ოპოზიციური პოლიტიკის მთელი პარადოქსიც ეს არის,”- წერს გიორგი ცუცქირიძე.