“ჯორჯიან მანგანეზმა” თანამშრომლებისთვის რაგბის მატჩის ყურება დინამო არენაზე ბილეთების შეძენით და ტრანსპორტირებით უზრუნველყო (ფოტო,ვიდეო)

ჭიათურასა და ზესტაფონში რაგბის ეროვნული ნაკრების რუმინეთთან თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა. “ბორჯღალოსნებს“ ორივე რეგიონიდან ადგილობრივი მორაგბეები და მოსახლეობა უჭერდა მხარს.

ღონისძიების ფარგლებში, ჭიათურის მორაგბეების გუნდმა მოსახლეობას საქომაგო კლუბის ჩამოყალიბების ინიციატივა სპორტის ამ სახეობის ადგილზე პოპულარიზაციის და მათთვის მოტივაციის ამაღლების მიზნით შესთავაზა.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა“, რომელიც ჭიათურაში ადგილობრივი მორაგბეების იდეის მხარდამჭერია, ორივე რეგიონიდან სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებისთვის და კომპანიის თანამშრომლებისთვის საქართველო რუმინეთის მატჩის ხილვა დინამო არენაზე ბილეთების შეძენით და თბილისში ტრანსპორტირებით უზრუნველყო.

“ჯორჯიან მანგანეზი“ ულოცავს რაგბის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები